თბილისი, 16 მაისი — Sputnik. პორტალზე Change.org გამოჩნდა ინტერნეტ-პეტიცია, რომელიც „ევროვიზია 2016“-ის შედეგების გადახედვის მოწოდებით გამოდის.
„ევროვიზია 2016“-ის გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა, მეორე ადგილზე ავსტრალიელი Dami Im-მი გავიდა, მესამეზე კი რუსი სერგეი ლაზარევი.
კონკურსის შედეგების გადახედვის მოთხოვნით პეტიცია ინტერნეტში შედეგების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა. ორშაბათისთვის მასზე უკვე 15 ათასი ადამიანის ხელმოწერა იყო. ასევე ბევრი კომენტარი იყო ავსტრალიელისა და რუსი მომღერლების მხარდასაჭერად.
Stop political provocations! Please sign the petition: https://t.co/4WA2L0K5Ot #Eurovision #ESC #SergeyLazarev pic.twitter.com/DmrCA2pyn2
— Julia Ostankova (@JuliaOffical) 15 мая 2016 г.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კვირას „ტვიტერის“ ტოპში დათაგეს #ЛАЗАРЕВНАШПОБЕДИТЕЛЬ. მომღერალს მომხმარებელთა დიდი მხარდაჭერა აქვს ასევე დასავლეთის სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის, რომლებიც იყენებენ თეგს #SergeyLazarev.
წელს „ევროვიზიის“ გამარჯვებულის გამოვლენის წესი შეიცვალა. პირველ ჯერზე პროფესიონალი ჟიურის ქულებს აცხადებენ, რომელსაც შემდეგ მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები ემატება.