„ღირსეული პარტნიორი 2016“ - საველე სწავლება და დესანტის გადმოსხმა

გამოწერა

საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სასწავლო წვრთნების ფარგლებში, თავდაცვის სფეროში ურთიერთთავსებადობის სიახლეებს გაეცნენ. Sputnik-ი  სამხედრო წვრთნების ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2016“ მიმდინარეობს, რომელშიც 500 ქართველი, 150 ბრიტანელი და აშშ–ის ევროპული სარდლობის 650 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სწავლების პერიოდში, რომელიც 26 მაისამდე გაგრელდება, უკვე ჩატარდა დესანტის გადმოსხმის საჩვენებელი მანევრი, სპეციალურად წვრთნების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოყვანილი ამერიკული მძიმე ტექნიკის დემონსტრირება და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან —  AT-4 და SPG-9- საბრძოლო სროლები.
სამხედრო წვრთნების მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ბატალიონში (NRF)  შემავალი ქართული ასეულის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება.

სწავლებებში მონაწილეობს ამერიკული სამხედრო ტექნიკა: M1A2 Abrams–ის ტიპის რვა ტანკი, Bradley–ს შვიდი ავტომობილი, C 130–ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, „ჰამერის“ ჯიპები, სამედიცინო–საევაკუაციო და სასარდლო–საშტაბო ჯავშანმანქანები.

ყველა ახალი ამბავი
0