შავ ზღვაში ფეკალური მასების ჩაღვრისთვის პანამის გემი დააჯარიმეს

© http://epn.ge/გემი ფოთის პორტში
გემი ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის პორტის აკვატორიაში მასების ჩაღვრისთვის ჯარიმის გარდა, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. პორტის აკვატორიაში ფეკალური მასების ჩაღვრისათვის ფოთის პორტში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდზე.

გემის კაპიტანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრეს და მან 65 000 ლარის ოდენობის  ჯარიმა გადაიხადა. გარდა ამისა, გემის მეპატრონეებმა ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურეეს, რომლის ოდენობა 3300 ლარს აღწევს.

გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ყველა ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0