ცესკოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა 13-მა პარტიამ მიმართა

© FB / CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მიმართავს დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე ოფიციალურად გამოხატა. მათ, რეგისტრაციის მიზნით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შემოიტანეს ცესკოში განაცხადები, — ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ 15 მაისის მდგომარეობით  ორი პოლიტიკური ორგანიზაცია დაარეგისტრირა: „სახალხო ხელისუფლება“ და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; დანარჩენი პარტიები ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურებს გადიან, რაც მოიცავს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების, წარმოდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოწმების ეტაპებს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: როდის შეებრძოლებიან პარტიები ერთმანეთს

ასევე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, პროპორციული სისტემით მოიპოვეს პირველი სამი ადგილი (ბლოკის შემთხვევაში, ჩამონათვალში რიგით პირველ პარტიას), უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ არჩევნებში დაკავებული ადგილის შესაბამისი რიგითი ნომერი, რის შესახებაც უნდა აღნიშნონ რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადში. ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მიმართავს დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

ყველა ახალი ამბავი
0