თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ექს–პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე, მაგრამ პარტიის საარჩევნო სიაში არ იქნება.
„მე, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და როგორც „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე, მზად ვარ, თუ გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. მე სიაში არ ვაპირებ ყოფნას, ვინაიდან მე ვიყავი ამ პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი კოალიციის ლიდერი“, — განაცხადა ექს–პრემიერმა „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ: ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამუდმებით იყო ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი, საზოგადოებისათვის მოულოდნელად გადადგა თანამდებობიდან 2015 წლის 23 დეკემბერს.