თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს ყრილობაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს თბილისში, გვატყობინებს ჩვენი კორესპონდენტი ყრილობიდან.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე… მზად ვარ ვემსახურო სამშობლოს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მას მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის წინამორბედებს — ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც ყრილობას ესწრებიან.