აშშ და სკანდინავიის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას მხარს უჭერენ

© photo: Sputnik / Natalya Silverstova / გადასვლა მედიაბანკშითეთრი სახლი
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყირიმთან დაკავშირებული სანქციები იმოქმედებს მანამ, სანამ ნახევარკუნძული უკრაინას არ დაუბრუნდება, ნათქვამია აღნიშნული ქვეყნების განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ რუსეთის მიმართ სანქციებით ზეწოლას უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო მანამ, სანამ მინსკის შეთანხმება სრულად არ შესრულდება.

ყირიმთან დაკავშირებული სანქციები იმოქმედებს მანამ, სანამ ნახევარკუნძული უკრაინას არ დაუბრუნდება, ნათქვამია აშშ-ისა და სკანდინავიის ხუთი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

„შეერთებული შტატები და სკანდინავიის ქვეყნები კვალავაც მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მის საქვეყნოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის წინააღმდეგ დადგენილი სანქციები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მის მიერ ჩადენილ ქმედებებს უკავშირდება, არ შეიძლება გაუქმდეს, სანამ რუსეთი სრულად არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს მინსკის შეთანხმების ფარგლებში. სანქციები ასევე იმოქმედებს მანამ, სანამ რუსეთი არ დაუბრუნებს ყირიმს უკრაინის ხელისუფლებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0