თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ინსბრუკში საერთაშორისო პრემიის მფლობელის, Sputnik-ის ფოტოკორესპონდენტის ვალერი მელნიკოვის გამოფენა გაიხსნა.
ფოტოგამოფენის ფარგლებში ფოტოების სამი სერიაა წარმოდგენილი: „სულიწმინდის მოწინააღმდეგეები“, რომელიც საქართველოში მცხოვრებ რელიგიური მიმდინარეობა დუხობორების წარმომადგენლებს ეხება; „გოტემ-სითი“, რომელიც ლუგანსკში კომენდანტის საათის შემოღებას ესება და "მიწისქვეშ", რომელზეც საომარი მოქმედებების შედეგად დანგრეული დონბასის მოსახლეობის ყოველდღიურობაა აღბეჭდილი. ფოტოების სამივე სერიას ადამიანთა არსებობის მიუღებელი, ზოგჯერ ტრაგიკული თემატიკა აერთიანებს. გამოფენა ინსბრუკის გალერეა Fotoforum-ში 14 მაისიდან 11 ივნისის პერიოდამდე გაგრძელდება. საგამოფენო დარბაზში შესვლა უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დატკბეს ფოტოხელოვნებით.
„ძალზე მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ავსტრიელებისთვის რაღაც ახალი მეჩვენებინა და მათი ყურადღება მიმექცია ისტორიაზე, უფრო მეტად იმ ფაქტებზე, რომელთაც ადგილობრივი მედია-საშუალებები არასდროს არ გააშუქებენ. ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის ვცდილობ დადგენილი ჩარჩოდან გამოვიდე და ახლებურად წარმოვაჩინო რეალობა“, — განაცხადა გამოფენაზე ვალერი მელნიკოვმა.
ფოტოების სერია „სულიწმინდის მოწინააღმდეგეები“ თანამედროვე დუხობორების ცხოვრებას ასახავს — მათთვის უზენაესი შინაგანი ხმაა, ისინი არ აღიარებენ ეკლესიას და სამოქალაქო ხელისუფლებას. ამჟამად დუხობორები საქართველოში, სოფელ გორელოვკაში ცხოვრობენ. ისინი წმინდა რუსულ ენაზე საუბრობენ და ძველ ეროვნულ სამოსს ატარებენ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სოფლის მცხოვრებლების სიტყვებით, მიუხედავად სირთულეებისა, ისინი არასდროს დატოვებენ წმინდა მიწას.
ფოტოების მეორე სერია დონბასში 2015 წლის სექტემბერშია გადაღებული და ეწოდება „მიწისქვეშ“. ფოტოისტორია საომარი ზონის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული სოფლების მოსახელობაზე მოგვითხრობს. შეტაკებების დროს, ადგილობრივები სახლების ნანგრევებსა და სარდაფებში იმალებიან. აქ, ძირითადად, ასაკოვანი ქალები და მამაკაცები არიან დარჩენილი. ვიღაცამ მშობლიურ მიწაზე დარჩენა და ბრძოლა გადაწყვიტა, ვიღაცას კი უბრალოდ სხვაგან წასასვლელი არ აქვს.
ექსპოზიცია „გოტემ-სითის“ ფოტო-სერიით გრძელდება, რომელიც ასევე ეხება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს: ქალაქ ლუგანსკში კომენტანტის საათს. ბნელ დროში აქ კომენდანტის საათი მოქმედებს — ქუჩებში მანქანები არ მოძრაობენ, ვერ დაინახავთ ადამიანებს. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს. დროის ამ პერიოდში ადგილობრივებს ეკრძალებათ საკუთარი სახლების დატოვება. ქალაქი სიბნელეში შიშს განიცდის და ახალი დღის ნათელის მოლოდინშია“.
Sputnik-ის ფოტოკორესპონდენტი ვალერი მელნიკოვი ფოტოხელოვნების სფეროში მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მისი ნამუშევრები შორტ-ლისტებშია შესული და მრავალ საერთაშორისო ფოტოკონკურსებში — Pictures of the Year International 2016, Sony WAP 2015, Days Japan International Photo Journalism Award 2015, China International Press Photo Contest 2013,2014 и 2015, Vilnius Photo Circle 2015, Professional Photographer of the Year 2014, KOLGA TBILISI PHOTO 2015 — გამარჯვებაც მოუპოვებია.
Sputnik Images – საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ის ფოტობანკი, რომლის მულტიმედიური საინფორმაციო ცენტრები მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია წარმოდგენილი. Sputnik–ი მოიცავს საინფორმაციო პორტალებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik–ის ახალი ამბების ლენტა 24 საათის განმავლობაში მუშაობს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.
Sputnik–ის მულტიმედიური კონტენტი და რადიოპროგრამები 30 ენაზე გადაიცემა, მათ შორის, ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, იტალიურ, ჩინურ, პოლონურ, პორტუგალიურ, სერბულ, თურქულ და ფრანგულ ენაზე. Sputnik–ის საიტები მკითხველს მრავალფეროვან კონტენტს სთავაზობს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ ეთერებს, ინტერნეტ–გამოკითხვებს. ოპერატიული ახალი ამბების გარდა, Sputnik ასევე აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.