თბილისი, 13 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე და ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი 15 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში, რომელიც ენერგეტიკული დერეფნის 20 წლისთავს ეძღვნება.
ცერემონია, რომელიც აზერბაიჯანის ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გასატანი ენერგეტიკული დერეფნის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ იუბილეს ეძღვნება, თბილისში შედგება.
„აზერბაიჯანს ღონისძიებაზე წარადგენს პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე და ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი. ენრგოდერეფანს „აღმოსავლეთ-დასავლეთი“, საფუძველი ნავთობსადენით ბაქო-სუფსით ჩაეყარა, რომლის მშენებლობაზე შეთანხმებას ხელი 1996 წელს მოეწერა. მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე, ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ექსპორტირებულ იქნა 76,3 მილიონი ტონა Azeri Light სახეობის ნავთობი“, — ნათქვამია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
ნავთობსადენი ბაქო-სუფსა ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით. ნავთობსადენის სიგრძე 830 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში (140 ათასი ბარელი დღეში).