თბილისში დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავლაბარი
ავლაბარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები გარკვეულ დამკრძალავ ბიუროებთან თანამშრომლობენ, ხოლო დანარჩენები სამუშაოს გარეშე რჩებიან.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. თბილისის დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა, დამკრძალავ ბიზნესში არსებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილების მოთხოვნით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

პროტესტანტები ირწმუნებიან, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები სიკვდილის ფაქტის შემთხვევაში ჭირისუფალს ინფორმაციას კონკრეტულ დამკრძალავ ბიუროებზე აწვდიან, ამიტომ დაკვეთებს ეს ბიუროები იღებენ, დანარჩენები კი უსაქმოდ რჩებიან.

„ამ პროცესში სასწრაფო დახმარები ექიმები და მძღოლები არიან ჩართული. ეს მოჯადოებული წრეა. ისინი ფულს არალეგალურად აკეთებენ. ჩვენ არათანაბარ პირობებში გვაყენებენ. ვთხოვთ 112-ის სამსახურს, გააკონტროლოს თავიანთი თანამშრომლები“, — განაცხადა დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელმა ნოდარ მირზოევმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი საავადმყოფოების დაცვის მუშაობით უკმაყოფილო არიან. მათი თქმით ისინი ასევე სთავაზობენ სარიტუალო მომსახურებას გარდაცვლილის ახლობლებს. პრეტენზიები აქვთ გამგეობებთანაც.

„როდესაც ადამიანები სარიტუალო მომსახურების მიღებისთვის გამგეობაში მიდიან, მათ არეგისტრირებენ, როგორც სოციალურად დაუცველებს და მათგან დამატებით თანხას იღებენ“, — განაცხადა მირზოევმა.

სარიტუალო მომსახურების სფეროს კომპანიების წარმომადგენლები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, ყურადღება მიაქციონ დამკრძალავ ბიზნესში არსებულ პრობლემებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოქმედებს პროგრამა, რომლითაც მერია სოციალურად დაუცველი პირების დასაფლავებისა და სარიტუალო მომსახურების ხარჯებს ფარავს. ამ მომსახურებით კომპანია „ჰერმესია“ დაკავებული.

ყველა ახალი ამბავი
0