Made in Georgia: ქართული იარაღი

გამოწერა

სახელმწიფო სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, 2010 წელს ჩამოყალიბდა მაშინ, როცა ქართული სამხედრო მრეწველობის წარმატების ცოტას თუ ეჯერა. გარდა ჯავშანმანქანებისა, „დელტა“ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, შაშხანებს, ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებს, სამხედრო კარვებს ამზადებს. 

ცენტრის ერთ-ერთი პირველი პროექტია ქვეითთა ჯავშანმანქანა „ლაზიკა“ და ჯავშანმანქანა „დიდგორის“ სერია. ხოლო სამედიცინო-საევაკუაციო Medevac-ი „წლის გარიგებად“ იქცა 2015 წელს — საქართველო საუდის არაბეთს ასზე მეტ ბრონირებულ მანქანას მიაწვდის, რომელთა ფასი 40 მლნ დოლარს აჭარბებს.

მაისის ბოლოს „დელტა“ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააოცებს. ცენტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ახალ საბრძოლო მანქანას წარმოადგენს. ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ეს ახალი ტიპის საბრძოლო მანქანაა, რომლის ანალოგიც აქამდე არც საქართველოში ყოფილა დ არც სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ახალ მანქანაზე მუშაობა „დელტამ“ ცოტა ხნის წინ დაასრულა. ცენტრს სურს, რომ ის სიურპრიზი იყოს დღესასწაულზე და ამიტომ მის მახასიათებლებსა და აღწერილობას საიდუმლოდ ინახავს.

დღეისათვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ახალი საბრძოლო მანქანა არ შედის მანამდე გამოშვებული „დიდგორის“ ოჯახში. ცენტრში დარწმუნებულები არიან, რომ ახალი საბრძოლო მანქანა საერთაშორისო ბაზარზე Medevac-ზე მეტი მოთხოვნით ისარგებლებს.

ყველა ახალი ამბავი
0