ცნობილი პიანისტი ბაბი პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ მონაწილეა

© photo: Sputnik / Denis AslanovТамар Бибилуа (Баби)
Тамар Бибилуа (Баби) - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე.

თბილისი, 13  მაისი — Sputnik. მულტინაციონალური პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ მონაწილე თამარ ბაბილუა (ბაბი) გახდა, რომელმაც ფორტეპიანოზე დაკვრაში ეროვნული რეკორდი დაამყარა. ესტაფეტისთვის მან თანამედროვე ქართველი პოეტის გიორგი ლობჟანიძის ლექსი „არაბულის მასწავლებელი“ შეარჩია.

„მივესალმები პროექტს „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“. დარწმუნებული ვარ, რომ პოეზია და მუსიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შემოქმედებისა და თვითგამოხატვის კუთხით აერთიანებს. მე თანამედროვე პოეტის გიორგი ლობჟანიძის ლექსის ფრაგმენტი შევარჩიე და პიანინოს თანხლებით წავიკითხე. მუსიკა და პოეზია მშვენიერებისადმი, ჰარმონიისა და სილამაზისადმი ქვეცნობიერ სწრაფვას ემყარება“, — ამბობს ბიბი. 

საქართველოში პროექტს საფუძველი რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ და მისმა მოადგილემ ტატო ლასხიშვილმა ჩაუყარეს. პირველმა სწორედ მათ წაიკითხეს ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში“. ესტაფეტას ასევე მხარი დაუჭირეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ცნობილმა პოეტმა გიორგი კეკელიძემ, გრიბოედოვის სახელობის თეატრის წამყვანმა მსახიობმა ივანე ქურასბედიანმა და ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტმა მათე ფირცხალავამ

თამარ ბაბილუა - Sputnik საქართველო
ეროვნული რეკორდი: ქართველი პიანისტი ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში უკრავდა

პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. პროექტი 2015 წლის მარტში „Sputnik ყირგიზეთმა“ დაიწყო. ყირგიზელი კოლეგების ინიციატივას ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის მრავალ ქვეყანაში Sputnik-ის მოქმედმა რედაქციებმა დაუჭირეს მხარი.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური