ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მას მხოლოდ უკრაინული მოქალაქეობა აქვს

გამოწერა
უკრაინაში 1 მაისიდან ძალაში სახელმწიფო სამსახურის შესახებ ახალი კანონი შევიდა, შედეგად ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობები მარია გაიდარმა და საშა ბოროვიკმა დატოვეს.

თბილისი. 12 მაისი — Sputnik. ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მას უკრაინულის გარდა სხვა მოქალაქეობა არ გააჩნია.

ადრე ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონი გააკრიტიკა, რომლის გამო მისი მოადგილეები მარია გაიდარი და საშა ბოროვიკი წავიდნენ. სააკაშვილის აზრით, სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონის დებულება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 მაისს შევა, საკმარისად გააზრებული არ არის, „რადგან უკრაინული სახელმწიფო სამსახური ძალიან ბევრი კადრების გარეშე შეიძლება დარჩეს, რომლებსაც სხვადასხვა გარემოებათა გამო ორმაგი მოქალაქეობა აქვთ“.

„რადგან მასმედიის ზოგიერთ საშუალებაში ოდესის რეგიონის სახელმწიფო მოსამსახურეთა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია გაჩნდა, და თითქოსდა მეც მაქვს ის, მინდა განვმარტო. როდესაც მე მივიღე უკრაინის მოქალაქეობა და ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე სამსახური დავიწყე, მე საქართველოს მოქალაქე უკვე აღარ ვიყავი. ამიტომ უკრაინულის გარდა სხვა მოქალაქეობა არ გამაჩნია“,-დაწერა ლორთქიფანიძემ  Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

უკრაინაში 1 მაისიდან ძალაში სახელმწიფო სამსახურის შესახებ ახალი კანონი შევიდა, რომელიც უკრაინულის გარდა სხვა რომელიმე მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს სახელმწიფო თნამდებობების დაკავებას უკრძალავს.

ქართველი გენერალი ლორთქიფანიძე ოდესის ოლქის მილიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი 2015 წლის ივნისში გახდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელიც მოგვიანებით ოდესის გუბერნატორი გახდა, იგი საქართველოს შს მინისტრის მოადგილე იყო.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გასული წლის აგვისტოში მოაწერა ხელი კანონს მილიციის პოლიციად გადარქმევის შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0