12 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik —ი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ, რომელსაც საქართველოს კათალოკოს-პატრიარქი ილია მეორეს ესწრებოდა.
საქართველოს კათალოკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯ მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.
საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად და გამავრცელებლად ანდრია პირველწოდებული ითვლება, რომელმაც ქრისტიანობა პირველ საუკუნეში იქადაგა.
გადმოცემით, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში, აკურთხა პირველი სასულიერო პირები — მღვდლები და დიაკვნები. საქართველოს მოქცევის შემდეგ მოციქულმა გზა განაგრძო.
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 13 დეკემბერს – მისი გარდაცვალების დღეს და 12 მაისს – მისი საქართველოში შემობრძანების დღეს. ამ დღეს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი აქვს და უქმეა.
პირველ საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობამ ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა, მაგრამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას სწორედ ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის სახელს უკავშირებენ.