საქართველოსა და ბულგარეთის დედაქალაქებმა დამეგობრების მემორანდუმი გააფორმეს

© photo: Sputnik / А. Величков / გადასვლა მედიაბანკშისოფიის მოედანი
სოფიის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფიაში ვიზიტისას თბილისის მერიის დელეგაციას ქალაქის დაგეგმარებასთან და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდა.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისსა და სოფიას შორის დამეგობრებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოსა და ბულგარეთის დედაქალაქების მერებმა დავით ნარმანიამ და იორდანკა ფანდიკოვამ, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.

დოკუმენტს ხელი  ნარმანიას ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. მემორანდუმის მიზანია-ქალაქების მართვის სფეროში სასურველი შედეგების განხორციელებისა და მიღწევის ხელშეწყობა, ასევე ეკონომიკის, კულტურის, სპორტის და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება.

„ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ სოფია და თბილისი სიდიდით მსგავსი ქალაქებია. ჩვენთვის მათი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მუნიციპალური ტრანსპორტის სფერო გამოვყავით“,- თქვა ნარმანიამ.

მხარეები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. თბილისი და სოფია ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ ქალაქის დაგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0