სტამბულში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, დაჭრილია შვიდი ადამიანი

© photo : Twitterİstanbul Sancaktepe'de patlama
İstanbul Sancaktepe'de patlama - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბულში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

თბილისი. 12 მაისი — Sputnik. სტამბულის აზიურ ნაწილში, სამანდირის რაიონში დანაღმული ავტომობილის აფეთქებისას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიჭრა, იუწყება Sputnik Turkey CNN-ზე დაყრდნობით.

ნათქვამია, რომ აფეთქდა ავტომობილი, რომელიც ყაზარმის შენობასთან იყო გაჩერებული. შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები მოდიან.

როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფროსი ისმაილ ერდემი აცხადებს, შვიდი ადამიანი დაიჭრა, ექვსი მათგანი სამხედრო მოსამსახურეა.

აფეთქება სამხედრო კოლონის მსვლელობის მომენტში მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0