ქართველმა მხატვარმა ლატვიის ბიბლიოთეკას თავისი დახატული დროშა აჩუქა

გამოწერა
ლატვიის პრეზიდენტმა ქართველი მხატვრის საჩუქარი პირადად წარადგინა.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სამკითხველო დარბაზში ქართველი მხატვრის დავით დათუნას ნახატის „ლატვიის დროშის“ პრეზენტაცია გაიმართა. ნამუშევარი მხატვარმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა. საჩუქარი მაყურებლის სამსჯავროზე ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა პირადად წარადგინა. 

© ლატვიის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდილატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა ნახატი "ლატვიის დროშა" თავად წარადგინა
ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა ნახატი ლატვიის დროშა თავად წარადგინა - Sputnik საქართველო
ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა ნახატი "ლატვიის დროშა" თავად წარადგინა

„დღეს ძალზე განსაკუთრებული საჩუქარი მივიღეთ, — განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. — ჩვენ გამოგვაქვს მხატვრული ნამუშევარი, რომელზეც ჩვენი მეგობარი გამოგვარჩევს, პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერთ-ერთ სახელმწიფო სიმბოლოს — დროშას“, — გადმოსცემს პრეზიდენტის სიტყვებს baltnews.lv.

საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოიფინება. მისი ნახვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.


ყველა ახალი ამბავი
0