სტოლტენბერგი: ნატო რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს

© https://www.facebook.com/NATO?fref=tsიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან კომუნიკაციის გაგრძელების მომხრეა. ამასთან, მან ბლოკის თავდაცვისუარიანობის გამტკიცების აუცილებლობაზეც მიუთიითა.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ურთიერთობებში დიდი დაძაბულობის გათვალისწინებით, რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე მიუთითა.

„ნატო გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს – სადაც და როდესაც იქნება შესაძლებელი. ამჟამად, როდესაც დაძაბულობა მაღალია, საკომუნიკაციო არხების ღიად დატოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, — აღნიშნულია ნატოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტოლტენბერგის განცხადებაში.

„ნატო გააგრძელებს ჩვენი თავდაცვის გამტკიცებას, რათა დაიცვას მოკავშირეები ნებისმიერი საფრთხისგან, ბალისტიკური რაკეტების ჩათვლით“, — დასძინა გენერალურმა მდივანმა. 

რუსეთი და ნატო 2010 წელს ლისაბონის სამიტზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა მოგვიანებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. რუსეთი აშშ-სგან იურიდიულ გარანტიებს მოითხოვდა, რომ სისტემების განთავსება რუსული შეკავების ძალების წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული, რაზეც შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა. 2011 წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სამხედრო-ტექნიკური და დიპლომატიური ხასიათის იმ ზომების კომპლექსზე გააკეთა განცხადება, რომლითაც რუსეთი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე უპასუხებს.


ყველა ახალი ამბავი
0