12 მაისს თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
„ბრაზიანი ჩიტები კინოში“ (The Angry Birds Movie) — ესაა მულტფილმი კომპანია Rovio — Angry Birds-ის პოპულარული თამაშის მოტივებზე. ანიმაციური სურათის მთავარ გმირს, წითელ ჩიტ რედს, ადრეული ბავშვობიდან სიბრაზესთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს. ამიტომ სასამართლომ მას სიბრაზის მართვის კურსებზე სიარული მიუსაჯა. და ერთხელაც, როდესაც კუნძულზე ღორები მოცურავენ და ყველა დარჩენილ კვერცხს იპარავენ, „ბრაზიანი ჩიტების“ გუნდი ღორებთან დიდ დაპირისპირებას იწყებს.
„ჰოლოგრამა მეფისთვის“ (A Hologram for the King) ტომ ტიკვერის კომედიური დრამაა. მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს. მისი პერსონაჟი ალან კლეი — ქმარი, მამა და ბიზნესმენია. მაგრამ რაღაც მომენტში მისი ბიზნესი კრახით სრულდება, ქორწინება ირღვევა და მან აღარ იცის, საიდან მოიტანოს თანხა თავისი გოგონას სწავლისთვის. გაკოტრების თავიდან ასაცილებლად და მოჯადოებული წრის გასარღვევად კლეი საუდის არაბეთში მიემგზავრება, სადაც თავისი თამამი ტექნოლოგიური პროექტის გატანას აპირებს, მაგრამ მეფესთან შეხვედრისთვის დამღლელ მოლოდინში ალანი არაბული სამყაროს საიდუმლოებს იგებს, რომლებიც, ჰოლოგრამის მსგავსად, რეალობას გარდასახავენ. თუმცა არავის ჰქონია ეჭვი, რად გადაიქცეოდა ეს მოგზაურობა წითელი ზღვისკენ.
„ჩვენნაირი მოღალატე“ (Our Kind of Traito) ბრიტანული შპიონური ტრილერია, რომელიც სიუზან უაიტმა ჰუსეინ ამინის სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმი ჯონ ლე კარეს ამავე სახელმწოდების რომანის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ინგლისელი წყვილი, რომელიც მაროკოში ისვენებს, რუს ოლიგარქს გაიცნობს, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის ფულს „ათეთრებს“. ამ ჯგუფების ლიდერები მას, სადაცაა, „ჩამოწერენ“, საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად ის დიდი ბრიტანეთის დაზვერვას, დაცვისა და მფარველობის სანაცვლოდ, ზღვა ინფორმაციას სთავაზობს. მისი ბოლო სასოწარკვეთილი იმედი „ინგლისელი ჯენტლმენები“ არიან, რომლებიც ყოველთვის „პატიოსნად თამაშობენ“. ფილმში მონაწილეობენ იუენ მაკგრეგორი, ნაომი ჰარისი და სტელან სკარსგორდი.
გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაში გამოვიდა ქართული ფანტაზიური კომედია „ვისი სული გსურს“, სუპერგმირული ბოევიკი „კაპიტან ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ (Captain America: Civil War), კომედია „ლამაზმანის“ შემქმნელისგან „მხიარული დედები“ (Mother's Day), დრამა ვარსკვლავის ოლიმპისკენ მიმავალი რთული გზის შესახებ „ტოპ-მოდელი“(The Model) და საშინელებათა ფილმი „არ დაიძინო“(Before I Wake).
უკვე თბილისის კინოთეატრებშია ნიკოლას სპარკსის სცენარის მიხედვით გადაღებული მელოდრამა „არჩევანი“ (The Choice) და ლევან თუთბერიძის „მოირა“.
გარდა ამისა, ამ უქმეებზე დედაქალაქის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ ფანტასტიკური ტრილერი „დამნაშავე“ (Criminal), მელოდრამა „ორნი სამყაროში“ და სათავგადასავლო ფილმი-ფენტეზი „მონადირე: ზამთრის ომი“(The Huntsman: Winter's War).
კინო ბავშვებისთვის — ბელგიურ-ფრანგული კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი „რობინზონ კრუზო: ძალიან დასახლებული კუნძული“ (Robinson Crusoe) და კიპლინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!