გურჯაანში უცნობმა პირმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა ავტომატიდან ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პოლიციელები ავარიაში მოყოლილი ავტომობილისკენ გაემართნენ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ქალაქ გურჯაანში უცნობმა პირმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მსხვერპლი არ არის.

ინციდენტი სამშაბათს ღამით მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადრე მომხდარი ავარიის მიზეზების გარკვევას ცდილობდნენ.

როდესაც პოლიციელებმა ადრე ავარიაში მოხვედრილ ავტომობილთან მისვლა დააპირეს, მძღოლმა მოულოდნელად ავტომატი ამოიღო და სროლა დაიწყო. ამის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0