თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Ömer Faruk Baranტერაქტი თურქეთში
ტერაქტი თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 45 ადამიანია დაჭრილი-12 პოლიციელი და 33 სამოქალაქო პირი, სამი მძიმედ დაჭრილი ადამიანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა და 42 დაიჭრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დიარბაქირის ცენტრში დანაღმული მანქანის აფეთქებისას, ნათქვამია  ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაში სამშაბათს.

„დანაღმული ავტომობილის აფეთქება ბაქოს დროით 17.30-ზე დიარბაქირის ბაღლარის რაიონში მიკროავტობუსის მსვლელობის დროს მოხდა, რომლითაც თურქეთში აკრძალული „ქურდისტანის მუშათა პარტიის“ დაკავებული წევრები სამედიცინო შემოწმებაზე გადაჰყავდათ. ჭრილობები 45-მა ადამიანმა მიიღო-12 პოლიციელმა და 33 სამოქალაქო პირმა, სამი მძიმედ დაჭრილი ადამიანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა“,-ნათქვამია დიარბაქირის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადრე დიარბაქირში რამოდენიმე თვის განმავლობაში ტერორისტული „ქურდისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0