თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა თომას ჰამარბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით აფხაზეთში გამგზავრების გეგმები გააცნო.
ჰამარბერგისა და კვირიკაშვილის შეხვედრა თბილისში ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთზე კონტროლი 1993 წლის სექტემბერში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთის, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.
„მე ვუთხარი პრემიერს, რომ მივემგზავრები სოხუმში, რათა შევაფასო ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი ანგარიშისთვის, რომელიც მოგვიანებით გამოიცემა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე," — განაცხადა ადამიანის უფლებების ექსპერტმა ჰამარბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.