საქართველოში პირველად ჩატარდა შეჯიბრი კაიაკინგში

კაიაკინგი ბჟუჟაზე
კაიაკინგი ბჟუჟაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაიაკინგის პირველ საერთაშორისო ტურნირში "BZHUZHA RACE" საპრიზო ადგილები რუსმა სპორტსმენებმა დაიკავეს.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოში ოზურგეთთან ახლოს, მდინარე ბჟუჟზე გამართულ ექსტრემალურ შეჯიბრში 11 ქვეყნის 53 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჟურნალისტებისათვის რუსეთიდან პრესტური მოაწყო, ხოლო ბრიტანული „AURA FILMS“ —ის ჯგუფის წევრებმა კაიაკინგის შეჯიბრის შესახებ კლიპი გადაიღეს. ვიდეორგოლს მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სანიჩბოსნო გამოფენაზე — Paddle Expo, ასევე სანიჩბოსნო და საინფორმაციო ვებგვერდებზე იხილავენ.

© ტურიზმის ადმინისტრაციაკაიაკინგი ბჟუჟაზე
კაიაკინგი ბჟუჟაზე - Sputnik საქართველო
კაიაკინგი ბჟუჟაზე

საპრიზო ადგილები მამაკაცებს შორის დაიკავეს რუსეთის წარმომადგენლებმა — იგორ ვოსკობოინიკოვმა, ალექსეი ლუკინმა და სერგეი ილინმა. 

ქალებს შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა უკრაინელი ალიონა ბუსლაიევა, მეორე ადგილი — ნორვეგიელი — ნინი კრისტინა ბონდჰაუსი, ხოლო მესამე —  რუსმა ვიქტორია ნიკიტინამ დაიკავა. გამარჯვებულებმა ქართული ღვინოების ნაკრები და სპორტული ინვენტარი მიიღეს. 

კაიაკინგის პირველი საერთაშორისო ტურნირი "BZHUZHA RACE" საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირის თანაორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი კაიაკერების ჯგუფი Two Blades Adventures — რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულშია და წარმოადგენს Adidas Outdoor —ს. 


ყველა ახალი ამბავი
0