თბილისი, 10 მაისი — Sputnik. გამარჯვების დღეს, 9 მაისს, ლონდონის ეკლესიაში St Paul’s Church კოვენტ-გარდენში ცნობილმა მსახიობმა ჩულპან ხამატოვამ „ომის საბავშვო წიგნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხა. წიგნი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საბჭოთა ბავშვების 35 დღიურისგან არის შედგენილი. წიგნის ინგლისური გამოცემა, რომელიც ყოველკვირეული „არგუმენტი ი ფაქტის“ რედაქციამ შეკრიბა და გამოქვეყნა, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მხარდაჭერით განხორციელდა. საქველმოქმედო მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოდან შემოსული თანხები, რომელზეც ცნობილი მსახიობი პიანისტ კატია სკანავისთან ერთად გამოვიდა, მთლიანად რუსეთში ფონდის Подари жизнь" („აჩუქე სიცოცხლე“) და Gift of Life ონკოდაავადებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.
„წიგნში თავმოყრილია ბავშვების დღიურები, მათგან ზოგიერთმა გაუძლო ომს და გადარჩა, ზოგი — ვერ გადარჩა. დროის გარკვეულ პერიოდში ყველაზე რთული რაიმე კონკრეტული დღიურების შერჩევა იყო. მე ისინი საკუთარი შეხედულებით შევარჩიე. დღიური ხუთია. აქედან ოთხი — ლენინგრადის ბლოკადაზე, ერთი — საკონცენტრაციო ბანაკიდან. ეს ხუთი ბავშვი — მაშა, ლერა, კოლია, იურა და ვალია, იმედი მაქვს, დღეს ჩვენთან იქნებიან“, — განაცხადა ხამატოვამ საღამოს დაწყებისას.
დღიურების კითხვისას ეკლესიის ჭერში ომის წლების კადრები ენაცვლებოდა ერთმანეთს. მსახიობმა საღამო დაასრულა მადლობის სიტყვებით მათ მიმართ, ვინც მას კონცერტის ორგანიზებაში დაეხმარა და უბრალო მოწოდებით — არ დაუშვან ამიერიდან ბავშვების ტანჯვა.
„ომის საბავშვო წიგნი“ „არგუმენტი ი ფაქტის“ გამოცემაა, რომელიც ომგამოვლილი ბავშვების 35 დღიურის ჩანაწერებს მოიცავს. ბავშვები და მოზარდები საუბრობენ შიმშილსა და ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადზე, ტყვეობის საშინელებებსა და იძულებით მუშაობაზე. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მხარდაჭერით 5 მაისს წიგნის ინგლისური ვერსია გამოვიდა.
ფონდი Gift of Life 2011 წელს დაარსდა, რომლის მიზანია, ფონდ „პოდარი ჟიზნს“ მიეცეს შესაძლებლობა, მიმართოს ქველმოქმედებს რუსეთის საზღვრებს გარეთ — როგორც უცხოელებს, ისე რუსეთიდან წასულებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. ფონდმა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის უკვე შეძლო 2,4 მლნ ფუნტის შეგროვება. ეს სახსრები, მათ შორის, მოხმარდება სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლების ყიდვასა და ასევე ძვლის ტვინის დონორების მოძიებას.
Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.