თომას კვირის სამშაბათი - მიცვალებულთა მოხსენიების დღეა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიკუკიის სასაფლაო
კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეცხრე დღეს, თომას კვირის სამშაბათს მიცვალებულებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. აღდგომიდან მეცხრე დღეს, თომას კვირის სამშაბათს მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავთა კურთხევა აღესრულება.

ამჟამად საქართველოში ტრადიციადაა დამკვიდრებული აღდგომის ან მომდევნო დღეს სასაფლაოზე გასვლა. საბჭოთა პერიოდში, როდესაც ეკლესიები დაკეტილი იყო, ადამიანები ეკლესიის ნაცვლად საფლავზე გადიოდნენ – სასაფლაო მათთვის ერთგვარად ეკლესიას ცვლიდა.

გოლგოთა - რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

როგორც საეკლესიო მოღვაწეები აღნიშნავენ, აღდგომის ან მეორე დღეს სასაფლაოზე გასვლა შეიძლება, თუმცა გლოვა და ტირილი — არა. ამ დღეებში შეგვიძლია მიცვალებულებს მივულოცოთ ქრისტეს აღდგომა.

თომას კვირის სამშაბათი დღე მიცვალებულთა მოხსენიების დღეა, რომელიც ეკლესიებში აღინიშნება. ამ დღეს ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილთა სულებს, გადიან საფლავებზე, ანთებენ სანთელს.

ამ დღეს ადამიანები თავიანთი მიცვალებულების სახელზე ეკლესიისა და უპოვარი ადამიანებისთვის შესაწირს გასცემენ.

ყველა ახალი ამბავი
0