თბილისში ასობით ადამიანმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო

გამოწერა

თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვაკის პარკში აღნიშნეს სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავია და გმირების საპატივცემულოდ მარადიული ცეცხლი ანთიაა. ამ დღის ვიდეოკადრებს Sputnik-ი გთავაზობთ.

თბილისში გამარჯვების დღე ვაკის პარკში იზეიმეს, რომელსაც ადრე გამარჯვების პარკი ერქვა. დილიდანვე აქ ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პილიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ვაკის პარკში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა. 

ვაკის პარკში სამამულო ომისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მთელი დღის განმავლობაში ყვავილები მიჰქონდათ რიგით ადამიანებს.


ყველა ახალი ამბავი
0