ზაფხულში საქართველოს პირველად ლეგენდარული სოფი ლორენი ეწვევა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშისოფი ლორენი
სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელი მსახიობი საქართველოში პირველად ჩამოვა. მანამდე საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთში იყო ნამყოფი.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik.ზაფხულში საქართველოში სოფი ლორენს ელიან-ლეგენდარული იტალიელი მსახიობი თბილისს 15 ივნისს ეწვევა, საოპერო მომღერლის ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ”ნატვრის ხის” საპატიო სტუმრის რანგში.

 „მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. სოფი ლორენს მე ჯერ კიდევ 2007 წელს შევხვდი იტალიაში და საქართველოს შესახებ ვესაუბრე. მსოფლიო კინოლეგენდამ მაშინ მითხრა, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთში იყო ნამყოფი და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. და აი, ეს დროც დადგა“,- Facebook-ის თავის გვერდზე წერს სურგულაძე.

როგორც ნინო სურგულაძე აღნიშნავს, სოფი ლორენი „ნატვრის ხის“ ფონდის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს, ასევე ფონდის მორიგ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრება.

„ 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლა სკალას რეჟისორთან და ქორეოგრაფთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო პრემიერა მოეწყობა, თუმცა ამ ეტაპზე სიურპრიზად ვტოვებთ იმას, რაც კეთდება“,- წერს თავის მიკრობლოგში ნინო სურგულაძე.


ყველა ახალი ამბავი
0