თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ავსტრიის კანცლერმა ვერნერ ფაიმანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თანამდებობას პარტიის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო ტოვებს, გადმოსცემს РИА Новости APA-ს სააგენტოზე დაყრდნობით.
„პარტიის ასეთი დაბალი მხარდაჭერიდან გამომდინარე დასკვნებს ვაკეთებ, სოციალ-დემოკრეტიული პარტიის თავმჯდომარისა და ფედერალური კანცლერის უფლებამოსილებას ვიხსნი“,- ციტირებს ფაიმანს სააგენტო.
ამის შესახებ ფაიმანმა პარტიის რეგიონალურ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ კანცელარიაში განაცხადა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან პირადად მოახსენა ვიცე-კანცლერ რაინჰოლდ მიტერლენერს.
თავის განცხადებაში ფაიმანმა მტკიცე რწმენა გამოხატა იმაში, რომ ავსტრია „ყველა სირთულეს გადალახავს და მომავალშიც ძლიერი ქვეყანა იქნება“.
ფაიმანი ავსტრიის კანცლერის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებდა.