საქართველოს პრეზიდენტი კახელ ვეტერანებს შეხვდა

© FB/Георгий Маргвелашвилиპრეზიდენტი გურჯაანში
პრეზიდენტი გურჯაანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მეთაურმა ვეტერანებს კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გურჯაანში საბრძოლო დიდების მემორიალს ესტუმრა, სადაც ვეტერანებთან ერთად პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

პრეზიდენტმა, ფაშიზმზე გამარჯვებასა და ვეტერანთა მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ორდენებით დააჯილდოვა მარიამ ბეჟაშვილი, გიორგი ვანკო, ალექსანდრე კახაბრიშვილი, მარიამ კევლიშვილი, გიორგი მათიაშვილი და ილია ჯავახიშვილი, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.

„მიხარია, რომ თქვენ გვერდით ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. მიხარია, რომ ჩვენ შორის არიან გმირები, რომლებმაც ეს დღე შესაძლებელი გახადეს მილიონობით ადამიანისთვის. როცა ჩვენი ვეტერანები ბრძოლის ველზე იბრძოდნენ, მაშინ მთელი კაცობრიობის ბედი წყდებოდა“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვეყნის მეთაურმა ვეტერანებს კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩემო პატივცემულო ვეტერანებო, ვინც აქ ხართ, ვინც სახლში ბრძანდებით, ვინც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეს ზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ქედის მოხრით მინდა მადლობა გითხრათ თქვენი გმირობისათვის“, — მიმართა ვეტერანებს მარგველაშვილმა.

ეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე - Sputnik საქართველო
როგორ ჩააკითხა გურიის სოფლიდან საცოლემ შეყვარებულს პორტ-არტურში

პრეზიდენტმა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს „ჯარისკაცის მამის“ ძეგლი.

ამას გარდა, პრეზიდენტმა გურჯაანში ფილმ „ჯარისკაცის მამის“ რეჟისორის რეზო ჩხეიძის მემორიალური დაფაც გახსნა, რომელიც შარშან გარდაიცვალა.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვეტერანებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ამისთვის 125,3 ათასი ლარი გამოიყო.

ყველა ახალი ამბავი
0