ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში ახალი კოლექციის ჩვენება გამართა. Sputnik-ი ჩვენების ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ.
დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექციის ჩვენება კლუბ Underwheel-ში გაიმართა.
Mercedes-Benz Fashion Week-ის მოდის კვირეულს სხვადასხვა ქვეყნის მოდის კრიტიკოსები, ბაიერები და სტუმრები ადევნებენ თვალს.
ჩვენებას ფრანგული მოდის სახლის Herve Leger-ის დამფუძნებელი ერვე ლერი, ცნობილი მოდელი სილვია გობელი და პოპულარული ფრანგი fashion-ჟურნალისტი დიანა პერნე ესწრებიან.

1/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
მოდელები სპეციალურად მოწყობილ პოდიუმზე ორი მხრიდან გამოდიოდნენ.

2/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
როგორც ავთანდილ ცქვიტინიძემ Sputnik-თან განაცხადა, ახალი კოლექციის შექმნის შთაგონების წყარო ვირტუალური სამყარო იქცა.

3/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
„მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული თამაშებით გატაცებული არ ვარ და მას ფუჭ საქმედ ვთვლი, გადავწყვიტე დღევანდელი რეალობა ტანსაცმელზე ამესახა, დღეს ხომ მსოფლიო ამით ცხოვრობს“, - განაცხადა დიზაინერმა Sputnik-თან საუბრისას.

4/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
„ინტერნეტ-სივრცემ სრულად დაიპყრო ადამიანის გონება. სწორედ ეს გახდა ჩემი შთაგონების წყარო“, - აღნიშნა ავთანდილ ცქვიტინიძემ.

5/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექციის ჩვენება.

6/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
წინა კოლექციიდან განსხვავებით, დიზაინერის ახალ კოლექციაში ნათელი ფერები ჭარბობდა.

7/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ახალ კოლექციაში კლასიკური სტილიც იყო წარმოჩენილი.

8/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ჩვენებაზე მოწვეული სტუმრები ყურადღებით ეცნობოდნენ ავთანდილ ცქვიტინიძის ახალ კოლექციას.

9/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ავთანდილ ცქვიტინიძის კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

10/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
კლუბ Underwheel-ში ჩვენებისთვის სპეციალური პოდიუმი მოეწყო.

11/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ავთანდილ ცქვიტინიძის კოლექციის ჩვენება წარმატებით დასრულდა.

12/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
მოდელები ჩვენების დასრულების შემდეგ.

13/13
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ავთანდილ ცქვიტინიძემ საკუთარი კოლექციის ჩვენების შემდეგ პირველი კომენტარი ჟურნალისტებს მისცა.