თბილისში Mercedes-Benz Fashion Week-ის მესამე სეზონმა მოდის სამყაროს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები და სტუმრები შეკრიბა. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ მოდის კვირეულის ამსახველი კადრები იხილოთ.
Mercedes-Benz Fashion Week-ის მოდის კვირეულს სხვადასხვა ქვეყნის მოდის კრიტიკოსები, ბაიერები და სტუმრები ადევნებენ თვალს.
ჩვენებას ფრანგული მოდის სახლის Herve Leger-ის დამფუძნებელი ერვე ლერი, ცნობილი მოდელი სილვია გობელი და პოპულარული ფრანგი fashion-ჟურნალისტი დიანა პერნე ესწრებიან.
მოდის კვირეულის ფარგლებში საკუთარი ახალი კოლექცია ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ წარმოადგინა.