მარგველაშვილმა თბილისში „ევროპული სოფელი“ გახსნა

© Сайт Георгия Маргвелашвили ევროპის დღეების გახსნა თბილისში
ევროპის დღეების გახსნა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპის დღეების“ ფარგლებში თბილისში გაიმართება ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლები, სემინარები და ფოტოგამოფენები.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ჩვენ კიდევ ერთ ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში „ევროპული დღეების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.

ევროპის დღეები საქართველოში 8 მაისს დაიწყო — რიყის პარკში  ევროსოფელი გაიხსნა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების კუთხეებია წარმოდგენილი. „ევროპის დღეები“ 24 მაისამდე გაგრძელდება.

© FB/გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვებგვერდი"ევროპის დღეების" გახსნა თბილისში
ევროპის დღეების გახსნა თბილისში - Sputnik საქართველო
"ევროპის დღეების" გახსნა თბილისში

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისკენ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს, რომ შენ შექმნი შენსას, უნიკალურს, განსაკუთრებულს, თანამედროვეს. ჩვენ დღეს ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული ქვეყნის შექმნის თვალსაზრისით“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველო შეიძლება გამთლიანდეს არა ომით, არამედ განსაკუთრებული თავისუფლების შექმნით, დასძინა მან.

© FB/გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვებგვერდიგიორგი მარგველაშვილი "ევროპული დღეების" გახსნაზე
გიორგი მარგველაშვილი ევროპული დღეების გახსნაზე - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი "ევროპული დღეების" გახსნაზე

სტუმრებსა და თბილისელებს ცნობილი ქართველი და ევროპელი შემსრულებლების კონცერტი ელოდებათ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „ევროვიზიის“ ყოფილი მონაწილეები ნინა სუბლატი და ჯგუფი Eldrine. 

შეკრებილთა წინაშე წარდგება ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, იტალიელი ტენორი პიერ მაცოკეტი, ჯგუფი „ნიუტონი“ და სხვები.

© FB/გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვებგვერდი"ევროპის დღეების" გახსნა თბილისში
ევროპის დღეების გახსნა თბილისში - Sputnik საქართველო
"ევროპის დღეების" გახსნა თბილისში


ყველა ახალი ამბავი
0