ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, რიო-დე-ჟანეიროში სამი ტყუპი და გამოვა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშირიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად მსოფლიოში ოლიმპიადის მონაწილე სამი ტყუპი და გახდება. დები ესტონეთის ნაკრების შემადგელობაში მარათონულ რბოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სამი ტყუპი და, გვარად ლუიკი, პირველად მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ესტონეთის ეროვნული ტელერადიომაუწყებლის პორტალზე დაყრდნობით.

დები ესტონეთის ნაკრების შემადგელობაში მარათონულ რბოლაში მიიღებენ მონაწილეობას. სამი ტყუპი ოლიმპიადაში, მისი ისტორიის განმავლობაში, პირველად მონაწილეობს.

„სამივე გოგონამ მარათონში მონაწილეობის ნორმატივები შეასრულა. ტყუპი დები — ლიინა, ლილი და ლეილა ლუიკები უკვე ესტონელი გულშემატკივრების რჩეულები არიან, და რიოში, შესაძლოა, ესტონური გუნდის ნამდვილი თილისმები გახდნენ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ქალთა მარათონი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, 14 აგვისტოს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0