თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კვირას, 8 მაისს ბავშვების მორიგ, რიგით 43-ე ნათლობას ჩაატარებს, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
© video: Sputnik
ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქი თავის ნათლულებს დალოცავს. ამჯერად ილია მეორის ნათლული კიდევ 1 116 ბავშვი გახდება.
საქართველოში ბავშვების მასობრივი ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქი იმ ოჯახების მესამე და მომდევნო ბავშვებს ნათლავს, რომელთა მშობლებმაც ჯვარი ეკლესიაში დაიწერეს. ამ ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ამჟამად ილია მეორის ნათლული თითქმის 27 ათასი ბავშვია.