პოდმოსკოვიეში ხუთი ბაიკერი მოკლეს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პოლიცია
რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთი მოტოციკლისტის მკვლელობა ეგორევსკის რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია ეჭვმიტანილი - სოფელ ჩელოხოვოს 27 წლის მცხოვრები.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. პოდმოსკოვიეში ხუთი ბაიკერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, განაცხადეს მოსკოვის ოლქის შსს-ს მთავარ სამმართველოში.

გამოძიების ვერსიით, კვირას დილით, მიტოვებული ლუდსახარშის ქარხნის ტერიტორიაზე, მამაკაცებს ერთმანეთთან კონფლიქტი მოუვიდათ, რის გამოც ეჭვმიტანილმა სანადირო თოფიდან არაერთხელ ისროლა. მიყენებული ჭრილობებით მამაკაცები ადგილზე გარდაიცვალნენ.

„პოდმოსკოვიეს პოლიციის თანამშრომლებმა ხუთი ბაიკერის კვლელობაში ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი დაადგინეს. ამჟამად ის უკვე დაკავებულია“, — განაცხადეს შსს-ში.

მომხდარის მოწმეა ორი ქალი, რომლებიც მოტოციკლისტებს ახლდნენ თან.

ფაქტზე აღძრულის სისხლის სამართლის საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0