საქართველოში 8 მაისს ევროპის დღეები იწყება

© Public Domainევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ევროპის დღეების ფარგლებში კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლები, სემინარები და ფოტოგამოფენები გაიმართება.

თბილისი, 7 მაისი  – Sputnik. საქართველოში ევროპის დღეები რიყის პარკში სტარტს 8 მაისს აიღებს. „ევროსოფელში“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეები იქნება წარმოდგენილი.

დღის განმავლობაში რიყეზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ევროპული სამზარეულო და სხვადასხვა წარმოდგენებითა და სანახაობებით დატკბენ.

19:00 საათზე სტუმრებსა და თბილისელებს ცნობილი ქართველი და ევროპელი შემსრულებლების კონცერტი ელოდებათ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „ევროვიზიის“ ყოფილი მონაწილეები ნინა სუბლატი და ჯგუფი Eldrine. 

შეკრებილთა წინაშე წარდგება ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, იტალიელი ტენორი პიერ მაცოკეტი, ჯგუფი „ნიუტონი“ და სხვები.

კონცერტზე დასწრება უფასოა.

თბილისში სადღესასწაულო ღონისძიებები — კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლები, ფოტოგამოფენები 29 მაისამდე გაგრძელდება. 

საქართველოში ევროპის დღეების ღონისძიებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ europeandays.ge.

ევროპის დღეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა, და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მიზანი — საქართველოს მოქალაქეებისთვის  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებულ აქტივობების გაცნობაა.


ყველა ახალი ამბავი
0