წვიმიანი უქმეები

© photo: Sputnik / Asatur Esayantsწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შაბათ-კვირა წვიმიანი, თუმცა თბილი იქნება. სინოპტიკოსები 17-22 გრადუს სიტბოს პროგნოზირებენ.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. კვირის ბოლოს საქართველოს ტერიტორიაზე კოკისპირული წვიმა, ზოგიერთ ადგილებში კი სეტყვაა მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შაბათს, დღის მეორე ნახევარში, წვიმაა მოსალოდნელი, წვიმიანი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, რაც ზოგიერთ რაიონში მდინარეების წყლის დონის მომატებას გამოიწვევს.

ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსი იქნება.

ხუთშაბათს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ კახეთსა და შიდა ქართლში მოსავლის ნაწილი გაანადგურა. შიდა ქართლში ათობით სოფლის მოსახლეობა დაზარალდა. კახეთში კი სეტყვამ გურჯაანისა და ყვარლის რაიონები დააზარალა.


ყველა ახალი ამბავი
0