სუკულენტების ჯაზური კომპოზიციები ზურა შევარდნაძისაგან - ასპარეზი ფანტაზიისათვის

© photo: Sputnik / Denis Aslanovკომპოზიცია სუკულენტებისაგან
კომპოზიცია სუკულენტებისაგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ თქვენ ეს ეს არის გადაწყვიტეთ მებაღეობით დაკავდეთ, თუმცა საამისოდ არც გამოცდილება გყოფნით და არც შესაბამისი მიწის ფართი, სუკულენტები ყველაზე ადვილი გამოსავალია. ძნელია მეყვავილეობაში იმაზე მარტივად მოსავლელი და ამტანი მცენარეთა ჯგუფის მოძებნა, როგორც სუკულენტები არიან.

სიტყვა „სუკულენტის“ განმარტება ძალზე მარტივია — ეს არის მცენარეთა ჯგუფი გამსხვილებული, პუტკუნა ფოთლებით ან ღეროებით, რომლებმაც ფოთლები ჩაანაცვლეს. რთულია გაავლო ზღვარი იმ მცენარეებს შორის, რომლებიც სუკულენტებად მოიაზრებიან და მცენარეთა სხვა ჯგუფებს შორის, რადგან მცენარეთა თითქმის 40-მდე ოჯახში, ერთი სუკულენტი მაინც არის.

© photo: Sputnik / Denis Aslanovსუკულენტები მშვენიერი მასალაა ბაღში ულამაზესი კომპოზიციების შესაქმნელად.
სუკულენტები მშვენიერი მასალაა ბაღში ულამაზესი კომპოზიციების შესაქმნელად. - Sputnik საქართველო
სუკულენტები მშვენიერი მასალაა ბაღში ულამაზესი კომპოზიციების შესაქმნელად.
 

მეყვავილეთა შორის ყველაზე გავრცელებულ სუკულენტებად ითვლებიან: ეჩევერია (ქვის ვარდი), კრასულა (მსუქანა), სედუმი, კალანხოე, ალოე, ეპიფილუმი (კაქტუსი).

ბუნებაში არსებული ასობით სუკულენტი, ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან ფორმითა და ზომით. მათ უმრავლესობას როზეტის ფორმა აქვს, რადგან ფოთლების მიჯრით განლაგება ხელს უწყობს უდაბნოს პირობებში მათში წყლის შენარჩუნებას.

 

მიუხედავად ამ განსხვავებებისა, მათ საერთო მოთხოვნები აქვთ, რაც სწორედ მათ საერთო საარსებო გარემოს უკავშირდება მთელ დედამიწაზე — ისინი ძირითადად მშრალ კლიმატში ხარობენ. 

© photo: Sputnik / Denis Aslanovსუკულენტების ფერთა გამა
სუკულენტების ფერთა გამა - Sputnik საქართველო
სუკულენტების ფერთა გამა

ტემპერატურა: თუ სუკულენტების ქონა გადაწყვიტეთ, უნდა იცოდეთ, რომ მათ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ზომიერი —24-28 გრადუსი ტემპერატურა სჭირდებათ. ზამთარში კი ცოტა დაბალ ტემპერატურას საჭიროებენ — იდეალურია +10, +13 გრადუსი, თუმცა +4 გრადუსამდე ხანმოკლე შეციებასაც ადვილად აიტანენ.

© photo: Sputnik / Denis Aslanovსუკულენტების კომპოზიციებში სხვა მცენარეებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მთავარია მათ ერთნაირი საარსებო მოთხოვნილებები ჰქონდეთ
სუკულენტების კომპოზიციებში სხვა მცენარეებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მთავარია მათ ერთნაირი საარსებო მოთხოვნილებები ჰქონდეთ - Sputnik საქართველო
სუკულენტების კომპოზიციებში სხვა მცენარეებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მთავარია მათ ერთნაირი საარსებო მოთხოვნილებები ჰქონდეთ
 

განათება: მზის სხივებს სუკულენტებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ, ამიტომ სამხრეთის ფანჯრები ოთახის სუკულენტებისათვის იდეალური ადგილია. უფრო მეტიც, მზის სხივებზე „დაბრაწული“ სუკულენტები საოცარ შეფერილობას იძენენ. აქვე გაითვალისწინეთ, რომ არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ზაფხულში მწველი მზის სხივები მაინცდამაინც არ სიამოვნებთ — მაგალითად ხავორტია, ამიტომ ასეთი სუკულენტები შუადღის მზეს უნდა მოარიდოთ.

© photo: Sputnik / Denis Aslanovკომპოზიცია სუკულენტებისაგან
კომპოზიცია სუკულენტებისაგან - Sputnik საქართველო
კომპოზიცია სუკულენტებისაგან

მორწყვა: გაზაფხულიდან შემოდგომამდე ისევე საჭიროებენ მორწყვას, როგორც სხვა ქოთნის მცენარეები — როგორც კი შეატყობთ, რომ გრუნტი გამოშრა, საფუძვლიანად მორწყეთ. ზამთარში კი თვეში 1-2 მორწყვა სრულიად საკმარისია.

© photo: Sputnik / Denis Aslanovმწვანე გადახურვებში სუკულენტების გამოყენება დღეს ძალიან აქტუალურია!
მწვანე გადახურვებში სუკულენტების გამოყენება დღეს ძალიან აქტუალურია! - Sputnik საქართველო
მწვანე გადახურვებში სუკულენტების გამოყენება დღეს ძალიან აქტუალურია!

ჰაერის ტენიანობა: არ არის საჭირო ფოთლების დანამვა, მთავარი მოთხოვნა სუფთა ჰაერია, ამიტომ თუ საშუალება არ გაქვთ გაზაფხულიდან შემოდგომამდე  ეზოში ან აივანზე გყავდეთ, ოთახი ხშირად გაანიავეთ. 

სუკულენტების გამრავლება: ეს ის შემთხვევაა, როცა სხვა მცენარეებისაგან განსხვავებით, გამრავლების პროცესი ძალზე მარტივია. ძალიან ბევრი მათგანი უბრალოდ ჩამოცვენილი ფოთლებიდან მრავლდება. მოატეხეთ ფოთოლი და ჩარგეთ პირდაპირ მიწაში — ძალიან მალე — 2-3 კვირაში ფოთლებს ფესვები გამოუვათ და  ახალ შვილობილ მცენარეს მიიღებთ. მრავლდება ასევე გვერდითა ტოტებიდანაც, იგივე მეთოდით. სუკულენტების წყალში დაფესვიანება არ არის რეკომენდირებული — ლპობას იწყებენ. ახლად მოტეხილი ფოთლები და ტოტები ჯერ შეაშრეთ და შემდეგ ჩარგეთ. კარგია თუ დაფესვიანებისათვის სპეციალურ სტიმულატორებს გამოიყენებთ. ასე დაფესვიანებული ზოგიერთი სუკულენტი უკვე 2 თვეში ზრდასრული მცენარე ხდება, ზოდს კი ამისათვის ერთი წელი სჭირდება. 

სუკულენტების გამრავლებისათვის ყველაზე კარგი პერიოდია გაზაფხული — ამ დროს ადვილად ფესვიანდებიან და ტანს მალე იყრიან. 

© photo: Sputnik / Denis Aslanovსუკულენტების კომპოზიციისათვის ნებისმიერი ნივთის გამოყენება შეგიძლიათ
სუკულენტების კომპოზიციისათვის ნებისმიერი ნივთის გამოყენება შეგიძლიათ - Sputnik საქართველო
სუკულენტების კომპოზიციისათვის ნებისმიერი ნივთის გამოყენება შეგიძლიათ

არსებობს  6 მარტივი წესი სუკულენტების მოვლისათვის: 

1. არ დაუშვათ გრუნტის მაღალი ტენიანობა, აუცილებელია მორწყვებს შორის მისი შეშრობა. 

2.  გადარგვისას გრუნტს ნახშირი დაამატეთ.

3. ქოთნის ძირში აუცილებლად გაითვალისწინეთ დრენაჟი. 

4. ზამთარში დაიცავით მორწყვის სწორი რეჟიმი

5. გაამრავლეთ მხოლოდ გაზაფხულზე, ამასთან არ დაგავიწყდეთ მასალის წინასწარ შეშრობა.

6. მცენარეებს კარგად განათებული, მზიანი ადგილი შეურჩიეთ.

და ბოლოს — სუკულენტები ის მასალაა, რომელთაგან საოცარი კომპოზიციების შექმნა შეიძლება არა მხოლოდ ბაღებში და აივნებზე, არამედ უმცირეს კოლბებშიც, რომელსაც ხელის გულზეც კი დაიტევთ. მთავარია მონდომება და ფანტაზიის უნარი, მცენარე კი ამაში ხელს ნამდვილად შეგიწყობთ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0