საქართველო ციფრებში: მოსახლეობის აღწერის შედეგები

გამოწერა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა. გაეცანით საყოველთაო აღწერის შედეგებს Sputnik-ის ინფოგრაფიკის საშუალებით.

2014 წლის ნოემბერში ჩატარებულმა მოსახლეობის აღწერამ გამოავლინა, ვინ და როგორ ცხოვრობს საქართველოში. ეს არასრული მონაცემებია, ვინაიდან აღწერამ ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 87% მოიცვა. მასში არ არის შესული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაცემები. 

სპეციალურად მომზადებულმა 10 ათასმა აღმწერმა ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის 3 726 ქალაქისა და სოფლის ყველა სახლი მოიარა. ტონობით ანკეტა ორი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და ახლა უკვე შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია საქართველოზე.

როგორც გაირკვა, საქართველოში 3 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან თითქმის 30% — თბილისში. საქართველოში ქალები 168 ათასით ჭარბობენ მამაკაცებს. ამის პარალელურად 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები 35,4 ათასით მეტნი არიან გოგონებზე. 

მოსახლეობის ძირითად ნაწილს 15–დან 64 წლამდე ასაკის მოქალაქეები შეადგენენ — ეს მთელი მოსახლეობის 67,1%-ია. ქვეყანაში 14%-ზე მეტი პენსიონერია, დაახლოებით 19% კი ბავშვი.
საქართველო — ეს ის ქვეყანაა, სადაც 100 წლამდე ძირითადად ქალები ცოცხლობენ. 95 წელს გადაცილებული დღეგრძელი ადამიანიდან 1.3 ათასი ქალი და მხოლოდ 200 მამაკაცია.

ყველა ახალი ამბავი
0