თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ბრიტანული მუსიკალური როკ-ჯგუფი Rolling Stones დონალდ ტრამპისაგან ითხოვს შეწყვიტოს მათი ნაწარმოებების გამოყენება წინასაარჩევნო აქციებში, იტყობინება გამოცემა Time.
„Rolling Stones-ს არასოდეს დაურთავს ნება ტრამპის (საარჩევნო) კამპანიისათვის მათი სიმღერები გამოეყენებინა და ითხოვენ, რომ ეს დაუყოვნებლივ შეწყდეს“, — განუცხადა გამოცემას ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის წარმომადგენელმა.
ამერიკის პრეზიდენტობის პრეტენდენტის ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლებს ყოველთვის ახლავს სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების ცნობილი კომპოზიციები. ეპატაჟური მეწარმის „რჩეულ კომპოზიციათა“ სიაშია სულ მცირე ოთხი სიმღერა Rolling Stones-ის რეპერტუარიდან: "You Can"t Always Get What You Want," "Sympathy for the Devil", "Brown Sugar" и "Start Me Up".
კერძოდ ბოლო სიმღერა აფორმებდა სამშაბათს ტრამპის გამოსვლას ინდიანას შტატში, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ მისი ძირითადი კონკურენტი სენატორი ტედ კრუზი ჩამოცილდა საარჩევნო მარათონს და ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან ყველაზე სავარაუდო კანდიდატი გახდა საერთო არჩევნებზე.