ზუგდიდში სკოლის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ შენობაში, გამვლელმა ახალგაზრდა ბიჭის ჩამომხრჩვალი სხეული იპოვა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ შენობაში, შემთხვევით გამვლელმა გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. როგორც Sputnik-ის კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, გარდაცვლილი ახალგაზრდა სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.  

შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. ამჟამად გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. 

მომხდართან  დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115 —ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. 

სოფო კაკაჩია
ყველა ახალი ამბავი
0