თბილისი, 4 მაისი — Sputnik. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ცენტრალური აზიიდან მოქალაქეების ჯგუფი დააკავა, რომლებიც მოსკოვის რეგიონში მაისის დღესასწაულებზე ტერაქტების სერიას გეგმავდნენ, ნათქვამია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.
„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ ქალაქ მოსკოვში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა კომპლექსის შედეგად დაკავებულ იქნა ცენტრალური აზიის ქვეყნების მკვიდრ მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც სირიის და თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მეთაურების დავალებით, მოსკოვის რეგიონში მაისის დღესასწაულებზე ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდნენ“,-ნათქვამია განცხადებაში.
ხაზგასმულია, რომ დიდძალი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება და ტერორისტული საქმიანობის სხვა საშუალებებია ამოღებული. დაკავებულები აღიარებით ჩვენებას იძლევიან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დაკავებულთა ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.