თბილისში ნარდის მსოფლიოს თასის ეტაპი დასრულდა

CC0 / Pixabay / ნარდი
ნარდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარდის მსოფლიოს თასში, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 1-დან 3 მაისამდე მიმდინარეობდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

თბილისი,4 მაისი — Sputnik. ნარდის მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებული, რომელიც თბილისისში 1-დან 3 მაისამდე მიმდინარეობდა, გახდა რუსეთის წარმომადგენელი — აგამირ გევორქიანი.

ქალთა შორის უძლიერესი იაპონელი აკიკო იაზავა იყო. გუნდურ პირველობაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.

„საქართველოში პირველად არ ვთამაშობ. შარშან  საქართველოს მეცხრე ღია ჩემპიონატში ბათუმში მივიღე მონაწილეობა, სადაც მეექვსე ადგილი დავიკავე. მაგრამ 20 წლის ასაკში მსოფლიოს თასის ეტაპის მოგება — ამას არ ველოდი“,- დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ განაცხადა გევორქიანმა.

შეჯიბრებაში სულ 224 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა-153 უცხოელმა და 71 ქართველმა.

ტურნირის საპრიზო ფონდმა ჯეკ-პოტის ჩათვლით 163 ათასი 330 დოლარი შეადგინა. მსოფლიოს თასის ეტაპი თბილისში Europe-bet-ისა და „ნარდის კლუბის“ მხარდაჭერით  ჩატარდა.


ყველა ახალი ამბავი
0