„ლიფტის მაჩო“ და აზიელი ანა–ბაჯი

გამოწერა

ვიდეორგოლში ასახული კადრები კრიმინალური ქრონიკის წინასწარ მომზადებული სიუჟეტი არ გახლავთ. ეს ვიდეოთვალით დაფიქსირებული შემთხვევაა, რომელიც ლიფტში გადახდა ერთ აზიელ ახალგაზრდა ქალს… უფრო სწორად, მას კი არა, მასზე თავდამსხმელს გადახდა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ გოგონა სულაც არ არის მისი სქესისთვის დამახასიათებლად უმწეო და სუსტი არსება. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს კადრები ქსელში გამოქვეყნდა, გაირკვა, რომ ის უპოპულარესი ჩინელი კიკბოქსიორის შეყვარებულია და უფრო მეტიც, თავადაც გატაცებულია საბრძოლო ხელოვნებით.

მოკლედ, „ლიფტის მაჩო“ ამ ჯერზე „სხვაგან მოხვდა“ და საკადრისი პასუხიც მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0