საქართველოს ხელისუფლებას ლარის გამყარების სჯერა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სავალუტო ბაზარზე რყევები არ მოხდეს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ყველა წინაპირობა არსებობს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლარის კურსს მთელი საქართველო დაძაბულად ადევნებს თვალს. ეროვნული ვალუტა, რომელიც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში უფასურდება, ბოლო დროს კვლავ გამყარდა. მარტის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 10%-ით გაიზარდა.

„მეტსაც გეტყვით, ამ წუთებში ეროვნული ბანკი ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამყარებას და ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

ვალუტის გაცვლა - Sputnik საქართველო
ლარის კურსი

ამ წუთებში ეროვნული ბანკი ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამყარებას და ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს. ლარი აუცილებლად გამყარდება, ჩვენ ამის ფუნდამენტური საფუძველი გვაქვს.
ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში ლარი აუცილებლად გამყარდება — ამისთვის ყველა წინაპირობა გვაქვს, აღნიშნა მან.

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების შენარჩუნებას ცდილობს და ვალუტას პერიოდულად აუქციონებზე ყიდულობს. მარტი-აპრილის პერიოდში ხუთ გამართულ აუქციონზე, დღევანდელის ჩათვლით, ეროვნულმა ბანკმა 55 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, თანაც 30 მლნ — 20 და 21 აპრილს, მაგრამ კურსი ზრდას განაგრძობს.

ლარის დღევანდელი კურსია — 2,2238 GEL/$1.

მე დღითიდღე ვმყარდები
მე დღითიდღე ვმყარდები - Sputnik საქართველო
მე დღითიდღე ვმყარდები
ყველა ახალი ამბავი
0