არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც თბილისი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაყიდვის წინააღმდეგი არიან, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მიმდებარედ 30 ჰექტარის გაყიდვის თაობაზე აუქციონის შედეგების გაუქმება მოითხოვეს. მათი მტკიცებით, გაყიდულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრა და მსხვილი მშენებლობაა დაგეგმილი, რაც გარემოს ზიანს მიაყენებს.
აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის ნაწილის გაყიდვას პროექტ „პანორამა თბილისს“ უკავშირებენ, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში უნდა განხორციელდეს და რომლის იდეაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
ბოტანიკური ბაღის დამცველები აქციების გაგრძელებას აპირებენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.