საქართველოში 3 მილიონ 530 ათასი პოტენციური ამომრჩეველია

© FB / CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამომრჩეველთა განახლებული ბაზა იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 მილიონ 530 ათასია-ამის შესახებ დღეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა, — იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი 2"

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: როდის შეებრძოლებიან პარტიები ერთმანეთს

„საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რიცხვია 3 მილიონ 500 ათასი ადამიანიa. ესენი არიან სრულწლოვანი პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსით ცხოვრობენ საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან არიან საზღვარგარეთ. საქართველოში პირველად დაიგეგმა ფოტოსურათიანი საარჩევნო სია, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხა ჩვენს ქვეყანაში ე.წ. კარუსელი, როდესაც ერთი ადამიანი მიდიოდა სხვადსხვა საბუთით და ხმას აძლევდა რამდენჯერმე,“ — ციტირებს თეა წულუკიანს ტელეკომპანია. 

ამომრჩეველთა განახლებული ბაზა იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0