თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დღეს ხანძარი მოხდა, დაშავებულები არ არიან, იუწყება გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
„საბურთალოს სასაფლაოზე ცეცხლი ბალახს მოეკიდა. მობილიზებული იყო ორი სახა ნძრო მანქანა. ამ დროსათვის ხანძარი ჩამქრალია“, — ციტირებს სააგენტო "Новости-Грузия" ცენტრის პრესსამსახურის თანამშრომლის სიტყვებს.
აალების მიზეზი შესაძლოა გაუფრთხილებლობა გახდა.