თბილისი, 2 მაისი — Sputnik. კახში მცხოვრებმა ქართველმა მართლმადიდებლებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.
როგორც ადგილობრივმა ქართველმა ვერა ბერგაშვილმა განუცხადა Sputnik-აზერბაიჯანს, საბჭოთა ხელისუფლების დაშლის შემდეგ ქვეყანაში ეკლესიები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„გუშინდელივით მახსოვს, ადგილობრივებმა ერთსულოვნება გამოვიჩინეთ, ფული შევაგროვეთ და ეს ეკლესია აღვადგინეთ, სადაც ახლა ასობით ადამიანი იკრიბება“, — აღნიშნა სააგენტოსთან საუბარში ვერა ბერგაშვილმა.
© video: Sputnik / Камилла Алиева,Шахпери Аббасова
მისი თქმით, კახში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მეგობრულად ცხოვრობენ და რელიგიურ დღესასწაულებსაც აღნიშნავენ.
როგორც Sputnik-აზერბაიჯანი აღნიშნავს, ქრისტიანული დღესასწაული აღდგომა ფართოდ აღინიშნება აზერბაიჯანში ეთნო–რელიგიური ტოლერანტობის ატმოსფეროში.