კიევის „დინამოსა“ და დონეცკის „შახტიორის“ მატჩი დაპირისპირებაში გადაიზარდა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატჩის ანგარიშით 0:3 წაგების შემდეგ, „დინამოს“ ფეხბურთელებს, კომენტატორის სიტყვებით, ნერვებმა უმტყუნა.

თბილისი,  2 მაისი — Sputnik. ფეხბურთელებმა უკრაინის პრემიერ-ლიგის მატჩების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე კიევის „დინამოსა“ და დონეცკის „შახტიორის“ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც „შახტიორის“ ფეხბურთელმა ედუარდომ 78-ე წუთზე კიეველთა კარში მესამე გოლი გაიტანა.

ამ ფაქტის შემდეგ, სიტუაცია მოედანზე კონტროლიდან გამოვიდა. მინდორზე მწვრთნელთა წარმომადგენლები და სათადარიგო მოთამაშეები გამოცვივდნენ.  

ინცინდენტის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით, მოედნიდან რამდენიმე ფეხბურთელი გააძევეს. მატჩის დასრულებამდე ანგარიში — 3:0 —  არ შეცვლილა. კომენტატორის განცხადებით, „დინამოს“ უბრალოდ ნერვებმა უმტყუნა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ მატჩს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა დონჩან მირჩუ ლუჩესკუმ მოედანზე რეზერვისტების გამოყვანა გადაწყვიტა, მაშინ როცა კიეველები ძირითადი შემადგენლობით თამაშობდნენ.  

 

ყველა ახალი ამბავი
0